დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში

მოისონიტი

რა არის ძვირფასი ქვა?


ეს არის კაშკაშა ნაპერწკლები, მუდმივი სილამაზე, გამძლეობა და სანდოობა.აი რითი ვაფასებთ ძვირფას ქვებს.  საიუველირო სამყაროს იმპერატორია ბრილიანტი. თუმცა, დღეს ბაზარზე გაჩნდა ახალი ძვირფასი ქვა, რომელმაც ნამდვილად შეცვალა საიუველირო ინდუსტრია — მუასანიტი.

მუასანიტს ზოგჯერ ეძახიან „Forever Brilliant“, რაც ნიშნავს „მუდმივად მოკაშკაშეს“. საქმე არა მხოლოდ მის ბრწყინვალებაშია — რადგან  ბრილიანტის იმიტაციებსაც, მაგალითად ფიანიტებს და კუბური ცირკონიას აქვთ ეს თვისება. მუასანიტი განსაკუთრებულია თავისი მახასიათებლებით, რაც მას ბრილიანტთან სამართლიანად აჯიბრებს. 

მუასანიტი — ძვირფასი ქვა ვარსკვლავების მტვერისგან


მუასანიტი გაჩნდა ვარსკვლავების მტვერის ღრუბლებში და ჩვენს დედამიწაზე პირველად მეტეორიტმა მოიტანა.

უპირატესობები:

  • მუასანიტი, სხვა იმიტაციებისგან განსხვავებით, არამხოლოდ ეჯიბრება, არამედ ზოგჯერ აჭარბებს ბრილიანტს საიუველირო და ფიზიკური პარამეტრებით.

  • გარდატეხის მაჩვენებელი: ალმაზსა და ბრილიანტს აქვს 2.42, მუასანიტს — 2.97. ეს ნიშნავს, რომ მუასანიტი 25%-ით უკეთ გადასცემს შუქს და უფრო კაშკაშა ქვაა.

  • დისპერსია: მუასანიტი — 0.104, ბრილიანტი — 0.044. ამიტომ შუქის თამაში, ანუ ნაპერწკლები, უფრო ინტენსიურია.

  • ბრწყინვალება: მუასანიტი — 20.4%, ბრილიანტი — 17.2%.

  • სიმყარე: მუასანიტი — 9.25, ბრილიანტი — 10.

  • სიმყარით მაღალია საფირაზე (9.0) და ბევრად აღემატება იმიტაციებს (ცირკონი, ფიანიტი — 7.5–8).

ხელოვნურად შექმნილი მუასანიტი თითქმის სრულად სუფთაა, მინარევებისა და ჩანართების გარეშე, რაც ბევრად მაღლა აყენებს მის სიწმინდეს ნატურალურ ბრილიანტთან შედარებით.

მუასანიტის ისტორია


რატომ არ ჩაანაცვლა მუასანიტმა ბრილიანტი ?

საქმე იმაშია, რომ დედამიწაზე მუასანიტი თითქმის არ გვხვდება. ეს სინამდვილეში „ცის ქვაა“ ადრე მას ძველ მეტეორიტებში მოიპოვებდნენ . ბევრი მათგანი როგორც კვლევებმა აჩვენა მის სისტემას არც კი ეკუთვნის . მათი ჩასახვისთვის ბუნებრივ პირობებში დედამიწაზე და მზეზეც არ არის საკმარისად ხისტი პირობები. მისი ბუნებრივი ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ კოსმოსური გიგანტი ვარსკვლავების მახლობლად ან გრანდიოზული კატასტროფების დროს.

პირველი მუასანიტი აღმოჩენილია 1893 წელს, არიზონას შტატში, დიაბლოს კანიონში გეოლოგ ფერდინანდო ანრი მუასანოს მიერ. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ ახალი ალმაზები აღმოაჩინა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს კრისტალები კრემნიუმის კარბიდისგან იყო შექმნილი.

1905 წელს მას მიანიჭეს სახელი „მუასანიტი“ გეოლოგის საპატივცემოდ, ხოლო 1906 წელს გეოლოგმა ნობელის პრემიაც მიიღო. ნატურალური მუასანიტი ძალიან იშვიათია, დღეს კი ბაზარზე ხელოვნური ეგზემპლარები გვხვდება, პირველი პარტია კი 1998 წელს გამოჩნდა.

მათი მოპოვების მმცდელობები რომ შეექმნათ დიდი მარაგები მუდმივად კრახით სრულდებოდა, რადგან ისინი საჭიროებდნენ ძლიერ ტექნიკას . მხოლოდ 1982 წელს შექმნეს ტექნოლოგია მათ მისაღებად, ხოლო 1998 წლიდან გაჩნდა შესაძლებლობა რომ შეექმნათ უფერული კრისტალები საიუველირო ხარისხის მსხვილი ზომის და დიდი რაოდენობის . რომლებიც საკმარისი იყო მრეწველობისთვის. ამიტომ მუასანიტს შეიძლება ვუწოდოთ 21 საუკუნის ძვირფასი ქვა.

საიუველირო ნაკეთობები მუასანიტით
უნაკლო შუქის თამაში, გამჭირვალობა, სიკაშკაშე და გამძლე სტრუქტურა ქმნიან საოცარ ნაკეთობას.
ბრილიანტებთან შედარებით, მუასანიტი ბევრად უკეთ კაშკაშებს, განსაკუთრებით თეთრ ოქროში ან პლატინაში.

იმპერატორისგან მათი განსხვავება უჭირთ არამხოლოდ გამოცდილ იუველირებს არამედ ზოგ დაიმონდ დეტექტორსაც კი რომლებიც იმიტაციებს მარტივად ამოიცნობენ ხოლმე.

ღირებულება:
ხელოვნური მუასანიტის ნაკეთობები თითქმის 10-ჯერ იაფია ბრილიანტთან შედარებით, ამიტომ შეგიძლიათ აირჩიოთ დიდი, დიდ კარატიანი სამკაულები ისე რომ თანხა არ დაზოგოთ. 

ყველაზე ცნობილი კოლექცია მუასანიტების გამოყენებით გამოუშვა იორკის გერცოგინიამ სახელად Sarah Pherguson for  K&G Creations. . მან ამ კოლექციას მიანიჭა სახელი „გერცოგინიას ქმნილება რომელიც ნებისმიერი ქალბატონისთვის იქნება ხელმისაწვდომი .

კლასიფიკაცია:

ბრილიანტებს აფასებენ 4C სკალის მიხედვით ( ჭრა, სიწმინდე, ფერი , კარატი) ხოლო მუასანიტებს აფასებენ ფერით .

 

  • პრემიუმ კლასის ქვები თითქმის უფერო, G–H ბრილიანტის ფერის სკალას შეესაბამება.

  • სუპერ პრემიუმ ქვები D–F დიაპაზონშია.

მუასანიტი არის 21-ე საუკუნის ძვირფასი ქვა, ხელოვნურად მოპოვებული და ხარისხით ბევრად აღემატება იმიტაციებს.