დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში

სვაროვსკი

სვაროვსკის კრისტალები

სვაროვსკის კრისტალები – ეს არ არის ბუნებრივი ქვა, არამედ ხელნაკეთი ბროლი, შექმნილი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური ტექნოლოგიით. სხვა სიტყვებით, ეს ბუნებრივი ბრილიანტების საოცარი იმიტაციაა .

როგორ შეიქმნა?
სახელს კრისტალები უნდა უმადლოდენ ავსტრიულ ინჟინერს, დანიელ სვაროვსკის, რომელიც მათი შემქმნელია. კარიერის დასაწყისში ყოველი კრისტალი მის მიერ ხელით მუშავდებოდა. მსოფლიო ტექნიკის განვითარებით, მან თავისი სამუშაო პროცესი მარტივად გააუმჯობესა.

1889 წელს დანიელ სვაროვსკი ესტუმრა მსოფლიო გამოფენას პარიზში, სადაც პირველად იხილა ეიფელის კოშკი და უახლესი ელექტროტექნიკური მოწყობილობები. სახლში დაბრუნებულმა ინჟინერმა შექმნა პირველი ელექტრონული დაზგა, რომელიც უსწორესად ჭრიდა კრისტალებს. ასე დაიწყო სვაროვსკის კრისტალების მიერ მსოფლიოს დაბრყრობის ისტორია.

რა განასხვავებს სვაროვსკის კრისტალებს სხვა მინერალებისგან:

  • სპეციალური ბრილიანტის ჭრა

  • იდეალური სისწორე და წახნაგების სიგლუვე

  • კაშკაშა, გარდამავალი ბზინვარება

  • მაღალი ხარისხი

  • მკაცრი კონტროლი, რაც "ბრაკების" აღმოფხვრას უწყობს ხელს

  • ხელმისაწვდომი ფასი

  • მრავალფეროვანი გამოყენების შესაძლებლობა                                     რისგან არის შექმნილი ეს კრისტალები?

  • ზუსტი შემადგენლობა ოჯახის და კომერციული საიდუმლოა, რომელსაც სვაროვსკის კომპანია იცავს. თუმცა ცნობილია, რომ მისი შემადგენელი კომპონენტები მოიცავს:

  • მყარ შუშას (ბროლი)

  • ქვიშას

  •  
  • სოდას

  • ცინკუმის ოქსიდს და სხვა დანამატებს

დროთა განმავლობაში წამყვანმა ინჟინერებმა დახვეწეს ტექნოლოგია და კრისტალების მომზადებიდან სრულად ამოიღეს ცინკუმი .

სვაროვსკის კრისტალები და ფიანიტი (კუბური ცირკონია)
ფიანიტი ხელოვნური მინერალია, რომელიც მოსკოვში სპეციალური მეთოდით შეიქმნა. სერიულ წარმოებაში მისი გამოშვების შემდეგ სვაროვსკის სპეციალისტებმა ფიანიტის დამატებით ჭრაზე იმუშავეს, შედეგად ფიანიტი თითქმის ბრილიანტად აქციეს. სვაროვსკის ფიანიტი გამოირჩევა:

  • ბრილიანტის ორეულად აღიარება

  • მისაღები ფასი

  • წახნაგების გაზრდილი სიზუსტე (57°-მდე და მეტი)

  • ეფექტური ვიზუალური აღქმა

  • მესამედით გაზრდილია შიდა ბზინვარება და გარდასვლები

  • გაძლიერებული სიმყარე და გამძლეობა

  • უფრო დიდი ექსპლუატაციის ვადა

სვაროვსკის კრისტალები ფართოდ გამოიყენება საიუველირო მრეწველობაში, ასევე ისინი მოხვედრილია აქსესუარებში, ფიგურებში და სხვა ნივთებში.

რა უნდა იცოდეთ სვაროვსკის კრისტალზე:

  • წახნაგები არ უნდა იყოს 14°-ზე ნაკლები

  • თითოეული მხარე ზუსტი სისწორით უნდა გამოირჩეოდეს, არ უნდა ჰქონდეს მიკრო-ბზარები

  • უკანა მხარე ოდნავ ვერცხლისფერი ფერისაა, რაც აძლიერებს ბზინვარებას (ამ ეფექტს ცინკუმის ხარჯზე აღწევდნენ)

  • ქვას აქვს ლაზერული გრავირება

  • ნამდვილი კრისტალები ყოველთვის ზუსტი და დეფექტის გარეშეა

  • წარმოშობის ქვეყანა ყოველთვის ავსტრია

მოვლა:

  • კრისტალები კარგავენ სიკაშკაშეს წყლის, სუნამოს, კრემებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედებით

  • სამკაული რეკომენდებულია ცალცალკე შესანახად, რათა ქვებმა ერთმანეთი არ დაკაწრონ

  • წმენდისთვის გამოიყენეთ რბილი ნაჭერი ან ბარხატის ხელსახოცი, ფრთხილად გაწმინდეთ

  • არ გამოიყენოთ სპირტი ან საწმენდი საშუალებები

მათი სილამაზე ნამდვილად მომაჯადოებელია და დაამშვენებს ნებისმიერ ქალბატონს.