სიმაგრე : 7
ამეთვისტო, კვარცებში - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მინერალია, რომელიც მსხვილკრისტალურ განშტოებას მიეკუთვნება. იგი ნახევრადძვირფასი ქვაა, თუმცა თავისი სილამაზითა და ბზინვარებით არაფრით ჩამოუვარდება ძვირფას ქვებს.
დაუმუშავებელი ამეთვისტო, ბუნებაში გვხვდება სხვადასხვა ზომის ექვსწახნაგა კრისტალების სახით. მისი ძირითადი ფერი - იისფერია, თუმცა ტონალობა შეიძლება მერყეობდეს ღია ლავანდისფერიდან მუქ იისფერამდე, რომელიც ზოგჯერ თითქმის შავსაც კი უახლოვდება. ასევე გვხვდება ცისფერი, მუქი ცისფერი, მწვანე და ვარდისფერი ელფერებიც. ნებისმიერი ფერის შემთხვევაში, ამეთვისტო გამოირჩევა განსაკუთრებული ბზინვარებით, რომელიც თვალსაჩინოა მზის შუქზე.
მეცნიერები დღემდე განიხილავენ, მისი ფერის წარმოშობას. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ფერის ფორმირებაში მონაწილეობს რკინა, კობალტი და მარგანეცი, ხოლო სხვა მოსაზრებით — ორგანული პიგმენტები.
ამეთვისტო, მგრძნობიარეა მზის ხანგრძლივი ზემოქმედების მიმართ — პირდაპირ მზეზე დიდხანს დატოვებამ, შეიძლება გამოიწვიოს ფერის გამკრთალება, ამიტომ რეკომენდებულია მისი შენახვა მზისგან დაცულ ადგილას.
კვარცის ფერი შეიძლება შეიცვალოს ტემპერატურის ზემოქმედებითაც. დაახლოებით 300°C ტემპერატურაზე ამეთვისტო ღიავდება და შესაძლოა მიიღოს ყვითელი, მწვანე ან თითქმის უფერული შეფერილობა. გაგრილების შემდეგ ფერი ნაწილობრივ აღდგება, თუმცა სრულად იშვიათად ბრუნდება საწყის მდგომარეობაში.
ამეთვისტო, ძირითადად მოიპოვება მთიან რეგიონებში. რაც უფრო ღრმად არის ჩამოყალიბებული მინერალი, მით უფრო ინტენსიური და ხარისხიანია მისი ფერი.
დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საბადოები ბრაზილიაში მდებარეობს. ამეთვისტოს ასევე მოიპოვებენ ბოლივიაში, კანადაში, მექსიკაში, მადაგასკარში, მიანმარში (ბირმაში), ნამიბიაში, რუსეთში, შრი-ლანკაში, აშშ-ში (არიზონა), ურუგვაისა და ზამბიაში. განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა ურალის რეგიონში მოპოვებული ამეთვისტო, რომელსაც ხშირად „ციმბირის ამეთვისტოსაც“ უწოდებენ.
მისი სიწმინდე და ფერთა მრავალფეროვნება განაპირობებს პოპულარობას საიუველირო ნაკეთობებში. ბუნებაში იშვიათია ნახევრადძვირფასი ქვა, რომელიც ასეთ მაღალ ხარისხს აერთიანებს.
მწვანე ამეთვისტო (პრაზეოლიტი) — შედარებით იშვიათი ვარიაციაა. მას ნაზი, მაგრამ ღრმა ელფერი აქვს და ხშირად გამოიყენება თეთრ ან ყვითელ ოქროში. სწორად დამუშავება მნიშვნელოვნად ზრდის მის ღირებულებას.
ვარდისფერი ამეთვისტო — იშვიათი და ელეგანტური ქვაა. შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ დაბურული. ხშირად გამოიყენება ოქროსა და პლატინაში.
შავი ამეთვისტო — ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და უნიკალური სახეობაა. ასეთი შეფერილობის ჩამოყალიბებას მილიონობით წელი სჭირდება. მისი იშვიათობის გამო მას „სამეფო ამეთვისტოსაც“ უწოდებენ.
სახელი „amethystos“ ბერძნული წარმოშობისაა და „ფხიზელს“ ნიშნავს. ძველ საბერძნეთში არსებობდა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ღვინის ღმერთ - დიონისეს შეუყვარდა ნიმფა - ამეთვისტო. ნიმფას უკვე ჰყავდა შეყვარებული და ამიტომ ქალღმერთმა - არტემიდამ აჩუქა იისფერი ქვა, რომელიც მას ღვინით თრობისგან დაიცავდა. სწორედ აქედან მოდის რწმენა, რომ ამეთვისტო იცავს ადამიანს სიმთვრალისგან.
ანტიკურ პერიოდში, ამეთვისტოთი ამკობდნენ ღვინის სასმისებს და დღესასწაულებზე ატარებდნენ ამ ქვის სამკაულებს. ჩინეთში მისგან ამზადებდნენ ჭურჭელს ეთერზეთებისთვის, ხოლო ეგვიპტეში მას ძლიერ დამცავ ქვად მიიჩნევდნენ.
საუკუნეების განმავლობაში, ამეთვისტოს მიაწერდნენ ალკოჰოლისგან დაცვის უნარს. ასევე მიიჩნეოდა, რომ ის ეხმარება სტრესის შემცირებაში, ემოციური ბალანსის შენარჩუნებასა და სულიერ განვითარებაში.
ვარდისფერი ამეთვისტო, სიყვარულთან ასოცირდება, ხოლო შავი და მუქი იისფერი ვარიაციები, დამცავ ენერგიად ითვლება. ტრადიციული რწმენით, ოქროში ჩასმული ამეთვისტო წარმატებას უწყობს ხელს, ვერცხლში ჩასმული კი — ოჯახურ ჰარმონიას.
არატრადიციულ მედიცინაში მიიჩნევა, რომ ამეთვისტო ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას, სტრესის შემცირებას, უძილობის დაძლევას და ენერგიის აღდგენას.
ამეთვისტო შეესაბამება ზოდიაქოს უმეტეს ნიშნებს. განსაკუთრებულად, დადებით გავლენას ახდენს სასწორზე, მერწყულსა და ტყუპებზე — ეხმარება კონცენტრაციაში, ემოციური ბალანსის შენარჩუნებასა და მიზნების მიღწევაში.
ვერძს ეხმარება იმპულსურობის მართვაში, კუროს — სტაბილურობის გაძლიერებაში, ქალწულს — ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში, მორიელს — ნეგატიური ენერგიის განეიტრალებაში, მშვილდოსანს — ოჯახური ჰარმონიის დამყარებაში.
ამეთვისტო, შესაძლებელია, ლაბორატორიაშიც გაიზარდოს. მას აქვს ძალიან მიმსგავსებული ქიმიური და ფიზიკური თვისებები, ხოლო ფერი წინასწარ განისაზღვრება. განსხვავება, ძირითადად ფერის ერთგვაროვნებაშია — ბუნებრივ კრისტალებში შეფერილობა არათანაბარია, ხოლო სინთეტიკური ქვა უფრო ერთგვაროვანი და ინტენსიურია.
სინთეტიკური ამეთვისტო ყალბად არ ითვლება — იგი უბრალოდ ხელოვნურად გამოზრდილი მინერალია.
შუა საუკუნეებში ამეთვისტო სამეფო და საეკლესიო ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა. ეპისკოპოსები ატარებდნენ ამეთვისტოს ბეჭდებს, რადგან მიაჩნდათ, რომ ქვა იცავდა მათ სულიერი ცდუნებებისგან და აძლიერებდა სიბრძნეს. სწორედ ამიტომ, ამეთვისტო ხშირად გვხვდება ძველ სამეფო გვირგვინებსა და ეკლესიურ რელიქვიებში.
⚠️ არ შეიძლება: