მალაქიტი
მალაქიტი — უნიკალური ქვა
მალაქიტი - ერთ-ერთი ულამაზესი მინერალია. მას ახასიათებს უჩვეულო მოხატულობა, რომელიც ჰგავს სხვადასხვა დიამეტრისა და სისქის ერთმანეთზე გადაბმულ რგოლებს . განსაკუთრებულად, კარგად ეს მოხატულობა ჩანს პოლირებულ ზედაპირზე. ყველაზე ფასეულია თხელი კონცენტრირებული რგოლების მქონე ქვა, რომელსაც ხშირად უწოდებენ „ფარშევანგის თვალს“.
მალაქიტის ფერი მრავალფეროვანია და დამოკიდებულია მის მდებარეობასა და წარმოშობაზე. სახელწოდება მალაქიტი ძველბერძნულიდან (malakos) ითარგმნება როგორც „რბილი“, რადგან ქვა ნაზი და რბილია, მისი სიმაგრეა 3.5–4.
მალაქიტის საიუველირო კლასიფიკაცია
ტრადიციულად მინერალს ოთხ ძირითად სახეობად ჰყოფენ :
- ფირუზისფერი მალაქიტი
- - აქვს ლენტისებრი მწვანე მოხატულობა, რაც მას იუველირების ფავორიტად აქცევს.
- - მყარია და მარტივად დამუშავებადი.
- ხუჭუჭა მალაქიტი
- - ადრე ძვირადღირებული ქვის სიაში შედიოდა.
- - აქვს ცისფერი ან ფირუზისფერი ტონალობა.
- ხავერდოვანი მალაქიტი
- - ხორკლები (ნაკეცები) მკვეთრად ჩანს.
- - დამუშავება და პოლირება რთულია, ამიტომ ნაკლებად ფასეულია.
- წვრილად მოხატული მალაქიტი
- - ნახატები წააგავს ხის რგოლებს .
- - განსაკუთრებით სქელი და მრავალფეროვანი.
მალაქიტი შეიძლება შავ-მწვანე ტონალობის იყოს, რაც აძლევს მას განსაკუთრებულ დახვეწილობას.
მალაქიტის თვისებები
- - რბილი ქვა, გახურებისას იშლება და სპილენძის ოქსიდად გარდაიქმნება.
- - რეაგირებს მჟავასთან — შეიძლება გამუქდეს ან გაქრეს მჟავაში და გამოჰყოს ნახშიროჟანგის აირი.
- - დაკაწრვა და გატეხვა ადვილია, გატეხილი ზედაპირი ხავერდოვანია
მალაქიტის ბუნებრივი ზოლიანი სტრუქტურა გამოწვეულია ფენებად ზრდით, რაც ქმნის წრიულ ან ნახევარწრიულ ნიმუშებს.
ისტორია
მალაქიტი ცნობილია ძველი ეგვიპტელების, ბერძნების და რომაელების დროიდან:
- - იყენებდნენ ამულეტებისა და სამკაულების დასამზადებლად.
- - ფხვნილს თვალის ჩრდილისთვის და ქსოვილების შეღებვისთვის იყენებდნენ.
- - ითვლებოდა ჯადოსნურ და სამკურნალო ქვად, ასტიმულირებდა ორგანიზმს მუშაობას, ხელს უწყობდა ნერვული სისტემის დამშვიდებას და ჰარმონიას.
XVIII საუკუნეში მალაქიტს იყენებდედ ტაძრების მოზაიკებსა და კედლის ნამუშევრებში, ზოგჯერ მთლიან ოთახებს ამკობდნენ ამ ქვით.
ღირებული თვისებები და ზოდიაქო
- - ფინანსური შესაძლებლობებისა და ჰარმონიის ქვად ითვლება.
- - ეზოთერულ ტრადიციებში მალაქიტი მაისის ქვად ითვლება. ყველაზე დიდი ძალა გაზაფხულის ბოლოს აქვს.
- - ყველაზე მეტად უხდება სასწორს, კუროს და ლომს.
- - იზიდავს საპირისპირო სქესს.
- - რეკომენდებულია ვერცხლთან ერთად ტარება, რათა შეამციროს აგრესია და არაკეთილგანწყობა.
- - ასევე, ბავშვებისთვის ძალიან კარგი თილისმაა.
მალაქიტის საბადოები
მალაქიტის ქვით სახელგანთქმული ქვეყანა რუსეთი გახლდათ. წლების წინ რუსეთში მალაქიტს ტონობით მოიპოვებდნენ .
მიუხედავად ამისა, დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვის რაოდენობა შემცირებულია და მთავარ მომწოდებლად აფრიკა ითვლება. მალაქიტის ნახვა ასევე ავსტრალიაში, ჩილეში, ნამიბიაში, ზიმბაბვესა და არიზონაშია შესაძლებელი.
მისი რაოდენობა ბუნებაში ნელ-ნელა მცირდება, ამის გამო ბაზარზე ძალიან ხშირად წააწყდებით მის იმიტაციებს. ისინი , პლასტმასისგან და შუშისგან კეთდება და ნატურალური მალაქიტის ფასში იყიდება .
როგორ გავარჩიოთ ნატურალური მალაქიტი სინთეტიკურისგან
- - ნატურალურ მალაქიტში ფერების გადასვლები მარტივი და რბილია, სინთეტიკურში კი მხოლოდ 3–4 ფერი ჩანს, ზოლები ქაოტურია.
- - ნატურალური ქვა ყოველთვის ცივია და მძიმე, პლასტმასის იმიტაცია — თბილი.
- - ნატურალური ქვა, ნიშადურთან შეხებისას , თეთრდება, ხოლო ყალბი არ იცვლის ფერს. (გასათვალისწინებელია : აღნიშნულმა ცდამ შესაძლოა დააზიანოს ქვა)
- ყველაზე სარწმუნო ნიშანი ნატურალური მალაქიტის არის მისი წრიული ზოლები და ფენის სტრუქტურა, რაც არასდროს ექნება სინთეტიკურ ქვას.
მოვლა
- - გაწმინდეთ რბილი, ოდნავ სველი ქსოვილით.
- - თუ ძალიან დასვრილია თბილი წყალი და ძალიან რბილი საპონი.
- - შემდეგ მშრალი რბილი ქსოვილით გაამშრალეთ.
⚠️ არ შეიძლება:
- - ძლიერი ქიმიური საშუალებები ( მათ შორის კოსმეტიკა, პარფიუმერია)
- - ულტრაბგერითი ან ორთქლით წმენდა
- - მჟავები (ლიმონი, ძმარი და ა.შ.)
- - წყალი - დიდხანს წყალში გაჩერება იწვევს ზედაპირის დაზიანებას.
- - მზე და სიცხე - შესაძლოა დაკარგოს ფერი.
შენახვა